გიორგი თარგამაძე: "ქრისტიან-დემოკრატები ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ პარლამენტიდან იბრძოლებენ" 06 ივნისი
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა ახლადარჩეული პარლამენტის ბოიკოტირების წინააღმდეგია.
ამის შესახებ მოძრაობის ლიდერმა, გიორგი თარგამძემ, პოლიტიკურ თოქშოუში PRIMETIME-ში განაცხადა. თარგამაძის განცხადებით, ქრისტიან-დემოკრატები საპარლამენტო
მანდატებზე უარს არ იტყვიან, მაგრამ როდის და
როგორ შევლენ საკანონმდებლო ორგანოში მოგვიანებით გახდება ცნობილი. ”პარლამენტის ბოიკოტირება უაზრობაა როგორც სამართლებრივი,
ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. საქართველოში ფაქტიურად ტოტალიტარული რეჟიმია, მაგრამ ეს პარლამენტი მასში შემავალი ოპოზიციური დეპუტატებით არის უკანასკნელი კუნძული დემოკრატიული რესურსისა, რადგანაც
ასეთი რესურსი აღარ არის არც ქუჩაში, არც ტელევიზიებში”, - განაცხადა თარგამაძემ. ქრისტიან-დემოპკრატების აზრით, მანდატებზე უარის თქმა ბრძოლის ველის დატოვებას ნიშნავს, რაც სახელისუფლებო წისქვილზე დაასხამს წყალს. "დღეს ოპოზიციას ორმაგი პასიხისმგებლობა მართებს თავისი ამომრჩევლების
მიმართ, რადგან ხელისუფლებას სრულიად დაკარგული აქვს ეს პასუხისმგებლობა.
პარლამეტში შესვლა არ ნიშნავს იმას, რომ ქრისტიან-დემოკრატები არ იბრძოლებენ "ქუჩაშიც".
სწორედ ბრძოლაა ის გზა, რომელიც ჩვენმა მოძრაობამ აირჩია და ამ გზას არ გადავუხვევთ", -